საქართველოს ბანკი სესხის გადავადების პირობებს აზუსტებს

საქართველოს ბანკი სესხის გადავადების პირობებს აზუსტებს. ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სესხებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი ყველა ფიზიკურ პირზე ვრცელდება.

ასევე ბანკი აქვეყნებს იმ პროდუქტების სიას რომელსაც საშეღავათო პერიოდი შეეხება. შეღავათით ისარგებლებენ ის ფიზიკური პირები რომელთაც აქვთ სამომხმარებლო სესხები; იპოთეკური სესხები; ავტოსესხები; ექსპრეს სესხები; განვადებები; სალომბარდე სესხები; საკრედიტო ბარათები; ოვერდრაფტები; საშეღავათო პერიოდი ეხება ასევე ფიზიკური პირის ბიზნეს ექსპრეს სესხებს.

შეიცვლება თუ არა ყოველთვიური გადასახდელი საშეღავათო პერიოდის შემდეგ, ან ამ პერიოდში დარიცხული პროცენტი ერთიანად ხომ არ იქნება გადასახდელი? ამ კითხვაზე ბანკის პასუხი ასეთია: „არა, სესხის ვადა დაგრძელდება და რეალურად მომხმარებლებს ამ პერიოდში დარიცხული პროცენტი გადაუნაწილდებათ შემდგომ თვეებზე, ივნისიდან ყოველთვიური გადასახდელი თანხა მაქსიმალურად მიახლოებული იქნება დღეს არსებულ გადასახდელთან“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადები 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადდებათ
შემდეგი სტატიამარსელიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები საკარანტინო ცენტრში გადაიყვანეს