საქართველოს აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერს სომხური სეპარატიზმის შეჩერებისკენ მოუწოდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 17, 2016 16:30

საქართველოს აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერს სომხური სეპარატიზმის შეჩერებისკენ მოუწოდა

11 „შეაჩერეთ სომხური სეპარატიზმი!“ ამის შესახებ იმ წერილშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაუგზავნეს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცები, რომლებიც საქართველოში აზერბაიჯანულ საზოგადოებას წარმოადგენენ, ქვეყნის უმაღლეს პირებს მიმართავენ, რათა მათ სთხოვონ სამართალდამცველებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სეპარატიზმის გამოვლინება ან მისი ნებისმიერი სიმბოლო აღკვეთონ, ასევე, კანონგარეშედ გამოცხადდეს ყველა ის მოქმედება, რომელიც ეროვნებათშორის შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს, მათ შორის, საუბარია უდავოდ პროვკაციულ ზეიმზე საქართველოს ქალაქებსა და თბილისში, რომელიც აზერბაიჯანული ქალაქ შუშას სომხური არმიის მიერ ოკუპირებასთან დაკავშირებით აღინიშნა და რომელიც თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დროშით მოწყობილ მსვლელობაში გამოიხატა. მიმართვაში, ასევე, ხაზგასმულია, რომ ოფიციალური თბილისი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ზუსტად ისევე უჭერს, როგორც ოფიციალური ბაქო – საქართველოსას. წერილში იმაზეცაა საუბარი, რომ საქართველოში, განსაკუთრებით კი, თბილისში, სომხური ორგანიზაციები და ეკლესია სეპარატიზმის პროპაგანდას ეწევიან და მთიან ყარაბაღში ეთკნიკურ წმენდასა და იქიდან აზერბაიჯანული მოსახლეობის გაყრაზე ლაპარაკობენ, რაც აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობებს ზიანს აყენებს. ამის მაგალითად წერილში მოყვანილი 23 და 24 აპრილს დაფისქირებული ფაქტი, როცა ახალქალაქში, ახალციხესა და ბათუმში თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დროშა იქნა აღმართული, 2016 წლის 9 მაისს კი, თვითგამოცახდებული მთიანი ყარაბაღის დროშით, თბილისის ცენტრში, მსვლელობა მოეწყო. შეგახსენებთ: სომხეთმა აზერბაიჯანის ქალაქ შუშას ოკუპაცია 1992 წლის 8-9 მაისს მოახდინა და მშვიდობიანი მოსახლეობა დაცხრილა. „ამ დღეს საქართველოს მოქალაქეების ექსტრემისტული ნაწილი აზერბაინაჯის ტერიტორიების მითვისებას ზეიმობს და ამას თითქოს ფაშიზმის დღეს უკავშირებს” – ნათქვამია წერილში, რომლის ავტორების თქმითაც, ეს პროვოკაციაა, რათა საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის თვალში გამოაჩინონ ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანის ოკუპაციას ეთანხმება.

წყარო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 17, 2016 16:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics