ექსკლუზივი:ფოთის პოლიციის უფროსს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ALANIAAAAფოთის პოლიციის უფროსს, ზურაბ ალანიას იგივე (ყულაბას) თანამშრომლები სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ეს მისი მისამართით გამოთქმული პირველი ბრალდება არ არის, თუმცა, თავის დროზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა პირმა, პოლიციის უფროსის გავლენების გამო ბრალდების დამტკიცება ვერ შეძლო და სამსახური დატოვა. ანალოგიური ფაქტი ისევ განმეორდა -როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი ფოთის პოლიციაში მომუშავე ერთ-ერთ გამომძიებელს ს.შ-ს იმის გამო, რომ მან უარი უთხრა ზურაბ ალანიას სექსუალურ ურთიერთობებზე, სამსახურში პრობლემები შეექმნა.

“თაიმერის” წყაროს ცნობით, გამომძიებელი დღე-დღეზე დაწინაურებას ელოდება. ფოთის პოლიციის უფროსს სიტუაციით სარგებლობა და სექსუალურ კავშირზე გამომძიებლის იძულება უნდოდა. მას შემდეგ, რაც მან ყოველ მცდელობაზე უარი მიიღო, ალანია გამომძიებელს გადაემტერა.

ს.შ-მ, ამ დღეებში სამსახურიდან დაკარგა ჩანთა, სადაც ფული, სამსახურის საშვი და საქმის წარმოების დოკუმენტები ედო. გამომძიებლის მიერ ჩანთის დაკარგვის შესახებ პოლიციაში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ალანია მას აიძულებდა ეთქვა, თითქოს ჩანთა მან სტადიონზე დაკარგა, რაზეც გამომძიებელმა უარი თქვა. “თაიმერის” წყაროს ცნობით, გამომძიებელი მასალის დაწერის წუთებში დაკითხვაზე იმყოფება, პოლიციაში კი შესულია გენერალური ინსპექცია. პოლიციის უფროსის ოთახში მიმდინარეობს ჩხრეკა.იკითხება სხვა თანამშრომლებიც.

ცნობისათვის, ფოთის პოლიციის უფროსი ზურაბ ალანია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას ბიძაა-სენაკის რაიონი სოფელი ნოსირი. ბოლო ინციდენტის შემდეგ ალანია სასწრაფოდ შვებულებაში გავიდა-აცხადებს “თაიმერის” წაყარო.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერს სომხური სეპარატიზმის შეჩერებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატია„შე მახინჯო!“ – ასე მიმართა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინსიტრმა თავდაცვის მინისტრს