“საქართველოს აქვს რესურსი, რომ პენსიები 50 ლარით გაიზარდოს”-ოპოზიცია პენსიის 20 ლარით ზრდასთან დაკავშირებით ბახტაძის გეგმას ეხმაურება

მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომელიც პენსიების 20 ლარით გაზრდას ეხება, საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. საპარლამენტო უმცირესობა საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებას აქვს ბევრი უსარგებლო პროგრამა და იმ შემთხვევაში თუ მათ ბიუჯეტიდან აღარ დააფინანსებს, მაშინ პენსიების ზრდა მოხერხდება. „ევროპულ საქართველოში“ თვლიან, რომ ბიუჯეტი იმის საშუალებასაც კი იძლევა პენსიები წელსვე 50 ლარით გაიზარდოს.

„ბიუჯეტში ყოველწლიური ნამატი საკმარისი იყო აქამდეც, რომ პენსია 50 ლარით გაზრდილიყო და ჩვენ დღესაც ვხედავთ, ევროპული საქართველო სრულიად საკმარის რესურსს, რომ წელსვე მოხდეს პენსიების 50 ლარიანი მატება. მაგრამ აქ ისევ ვადგებით შემდეგ რამეს, რის ხარჯზე უნდა მოხდეს. ვერც ბახტაძის მთავრობა ვერ ელევა იმ უყაირათო პროგრამებს საიდანაც “ქართული ოცნების“ ბიუროკრატია და მათთან დაახლოებული ბიზნესები საზრდოობს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პენსიის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით პრემიერობის კანდიდატის განცხადებას ეხმაურება ენმ-ც. რომან გოცირიძე ამბობს, რომ სწორედ ამაზე იყო საუბარია გაეროს კვლევაში, სადაც აღნიშნული იყო, რომ სიღარიბე განსაკუთრებით მძიმედ აისახა პენსიონერებზე. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ სამთავრობო გეგმა რეალურად არაფერს შეცვლის და პენსიონერების დაცვა სიღარიბისგან კლავ ვერ მოხერხდება.

„ქვეყანაში არ მოხდა პენსიის ზრდა, 20 ლარით პენსიის ზრდა ზედიზედ ორჯერ. ანუ 2020 წელს ჩვენ გვექნება 220 ლარის ოდენობის პენსია. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსიონერების სიღარიბე ქვეყანაში უფრო მოიმატებს,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მმართველი გუნდი ოპოზიციის პროგნოზებს არ ეთანხმება. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ როგორც ხელფასების, ასევე პენსიების ზრდა გამოიღებს იმ შედეგს, რომ საზოგადოება იგრძნობს ეკონომიკურ წინსვლას.

banner
წინა სტატიაშიზაფხულის მოახლოებასთან ერთად წითელას ვირუსი გააქტიურდა
შემდეგი სტატიაარასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის ინიციატივით გამოდის