ზაფხულის მოახლოებასთან ერთად წითელას ვირუსი გააქტიურდა

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად კვლავ აქტუალურია წითელას ვირუსი და სეზონისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა რისკი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

ტემპერატურის მომატებასთან ერთად აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა და საკვები პროდუქტების მაცივარში შენახვა.

უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში მაღალია ნაწლავთა ინფექციების რისკი. აქტიურდება ტკიპები და კოღოები. სპეციალისტები მწერებისგან თავის დასაცავად მოსახლეობას რეპელენტების გამოყენებას ურჩევენ.

„სამწუხაროდ, გრძელდება და არსად წასულა წითელა. ბავშვი თუ არ არის აცრილი, აცრან, ეხება განსაკუთრებით უფროსებს ეს აცრა, განსაკუთრებით მათ, ვინც დაორსულებას აპირებს,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართული მართლმსაჯულებისადმი თითოეული მოქალაქისა და ზოგადად კერძო სექტორის ნდობა გაიზარდოს
შემდეგი სტატია“საქართველოს აქვს რესურსი, რომ პენსიები 50 ლარით გაიზარდოს”-ოპოზიცია პენსიის 20 ლარით ზრდასთან დაკავშირებით ბახტაძის გეგმას ეხმაურება