საქართველომ რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ბრძოლა წარმატებით მოიგო

ცხინვალის რეჟიმმა ქართული დროშა „დაატყვევა“

საქართველომ რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ბრძოლა წარმატებით მოიგო. ერთი ხელის მოსმით სამარეში გადაუძახა რუსეთის ფრონტის ხაზზე სხვადასხვა ფუნქციით აღჭურვილ ოთხ აგენტს:
1. რუსეთის საზოგადოებრივ მოკავშირეს, ვასაძის „წმინდა პროჭის“ მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ
შავბნელ რელიგიურ ძალებს;
2. რუსეთის პოლიტიკურ ოპოზიციას საქართველოს პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სახით;
3. საპატრიარქოში მოყუჩებულ „წმინდა ბუნაგის“ უჯრედს, რომელსაც წლებია ოკუპირებული აქვს საქართველოს ეკლესია და ეწევა ჩვენი მოქალაქეების ბოდვითი იდეებით ინდოქტრინირებას;
4. საქართველოს ხელისუფლების სამთავრობო და საპარლამენტო შტოებში რუსეთის მხარდამჭერ ნაწილს, ქართული ოცნების სახით.
არ არის გამორიცხული რუსეთს გააჩნდეს, ჯერ კიდევ ჩვენთვის უხილავი აქტიორების რაღაც სეგმენტზე კონტროლი, მოყუჩებულ მდგომარეობაში და შესაძლოა ისინი ბრძოლის ველზე გამოიყვანოს. ამიტომ თავს უფლება არ უნდა მივცეთ, სიფხიზლე დავკარგოთ და თვითკმაყოფილებაში ჩავეფლოთ. არც ისაა მოსაწონი წარსული შეცდომების გამო ვინმე გავრიყოთ, თუ ფუნდამეტურ პრინციპებზე ერთობაა. არ გაგიგიათ, ჩვენი მტრის მტერი ჩვენი მეგობარიაო. დიდგორის ომი წინ გვაქვს! წარმატებები!

იოზეფ მატუა

banner
წინა სტატიაშიახლა ეს საინფორმაციო ომი არ უნდა წავაგოთ და შევეცადოთ, რომ არანაირი ინცინდენტი არ მოხდეს
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: წუწუნს მოვეშვათ და საქმეს მივხედოთ