ახლა ეს საინფორმაციო ომი არ უნდა წავაგოთ და შევეცადოთ, რომ არანაირი ინცინდენტი არ მოხდეს

დიდი სიფრთხილით ვამბობ ამას და ნუ წაუყრუებთ, ნურც ხელისუფლების იმედად დატოვებთ საკითხს. ამ თემაში ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და ყველანი სოლიდარულნი და ფრთხილნი უნდა ვიყოთ. ანუ, ვფიქრობ რომ რუსეთი – პუტინი შეეცდება ტურისტების თემა “გააღრმავოს” – შესაძლოა, დაიგეგმოს პროვოკაცია. აქ დიდი რაოდენობით არსებულმა ГРУს აგენტებმა გაიტაცონ და მძევლად აიყვანონ რუსი ტურისტები ან შეურაცხყოფა მიაყენონ და მერე მოყვეს ის, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მოქალაქეების გათავისუფლებას თუ “ღირსების დაცვას”. ამიტომ გვმართებს დიდი ყურადღება. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ და ყველას ვუთხრათ – ტურისტებს არავინ ერჩის, გაკეთდეს ინტერვიუები, კომენტარები ტურისტებთან და არა მხოლოდ რუსებთან. ახლა ეს საინფორმაციო ომი არ უნდა წავაგოთ და შევეცადოთ, რომ არანაირი ინცინდენტი არ მოხდეს. აქ დიდია მედიის როლი და არ აქვს მნიშვნელობა ვისია მედია, საბოლოოდ საქართველოს მედიაზე ვსაუბრობ. არანაირი ინცინდენტი არ უნდა მოხდეს არც რუსი და არც სხვა ტურისტების მიმართ-წერს ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: ნეტავ მამაჩემს ეს დაენახა, გაეხარდებოდა, რომ ამ ქვეყნის მომავალს საიმედო პატრონი ჰყავს…
შემდეგი სტატიასაქართველომ რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ბრძოლა წარმატებით მოიგო