საქართველო სამშვიდობო პოლიტიკით ამტკიცებს, რომ მისი კურსი არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული – ციხელაშვილი ზახაროვას განცხადებას ეხმაურება

საქართველო სამშვიდობო პოლიტიკით ამტკიცებს, რომ მისი კურსი არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული – ამ განცხადებით, ქეთევან ციხელაშვილი მარია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება.
დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შესაბამისი შედეგები მოჰყვება.
განცხადებას ქეთევან ციხელაშვილი სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მინისტრის თქმით, ამის ერთადერთი მიზანი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარებაა.
„ახალი ამაში არაფერი არა რის, ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ საქართველო თავისი პოლიტიკით ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის სამშვიდობო პოლიტიკით, მისი განვითარების კურსით ამტკიცებს, რომ არის ქვეყანა, რომელიც არც განვითარების კურსით და არც რაიმე მიმართულებით პოლიტიკა არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული.
ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს შეუფერხებელი განვითარების შესაძლებლობა, უსაფრთხო გარემო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის შესაძლებლობა და ეკონომიკური კეთილდღეობა,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო ოპოზიცია ახალ მთავრობას მხარს არ უჭერს – დეპუტატებს მთავარი კითხვები ეკონომიკურ გუნდთან აქვთ
შემდეგი სტატიასაქართველოში დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოყვანა უნდა შეიზღუდოს – კალაძე