საპარლამენტო ოპოზიცია ახალ მთავრობას მხარს არ უჭერს – დეპუტატებს მთავარი კითხვები ეკონომიკურ გუნდთან აქვთ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2018 10:38

საპარლამენტო ოპოზიცია ახალ მთავრობას მხარს არ უჭერს – დეპუტატებს მთავარი კითხვები ეკონომიკურ გუნდთან აქვთ

პარლამენტი მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში წარდგენილი მინისტრების მოსასმენად და მათთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება, უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ძალოვანი მინისტრები, მათ შორის თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება. რაც შეეხება ახალ სახეებს, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დასახელებული მინისტრობის კანდიდატების მიმართ ნდობა არ არსებობს, რადგან მათ შესახებ მინისტრად წარდგენამდე არაფერი სმენიათ. “ევროპული საქართველოს” დეპუტატებს მთავარი კითხვები სწორედ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან ექნებათ.

„ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს არ ვიცნობდი. ბუნებრივია, მაინტერესებს მათი ხედვა, როგორც გადასახადების დაწევასთან დაკავშირებით, ისე აპირებენ თუ არა გადასახადების დაწევას, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და დავძლიოთ ის უმუშევრობა და სიღარიბე არაც ქვეყანაშია.

ჯერჯერობით ეს მათგან არ მოგვისმენია და ეს არის ყველაზე მთავარი კითხვა, ისე როგორც მთავარი კითხვა, ფინანსთა მინისტრი რამდენად აპირებს სწორად გადაალაგოს ბიუჯეტი , იმისათვის, რომ პენსიები გაიზარდოს და ჩვენ ამის რესურს ვხედავთ უკვე არსებულ ბიუჯეტში“- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ოპოზიციამ ახალ სახეებს მაღალ თანამდებობებზე შემთხვევით მოხვედრილები უკვე უწოდეს და დააანონსეს, რომ ეკონომიკური გუნდის ცვლილების პარალელურად ახალ მთავრობას პირველი ჩავარდნა სწორედ ამ მიმართულებით ექნება.

„ახალ მინისტრთა კაბინეტზე შეიძლება ერთი რამე ვთქვათ, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ეს არის თეა წულუკიანი, რომელიც არ შეიცვალა და საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად დარჩა თანამდებობაზე. ეს არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფრად არ აინტერესებს საზოგადოების აზრი,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ მინისტრებს საპარლამენტო უმცირესობა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ მოუსმენს.

მთავრობის წევრების საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში ორ დღეს გაგრძელდება, პარლამენტი ახალ სამთავრობო გუნდს ხვალ დაამტკციებს.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2018 10:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,189
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics