საქართველო-რუსეთის საზღვარზე ორი ქალბატონი დააკავეს, რომლებიც სირიაში ტერორისტებთან წასვლას აპირებდნენ

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსმა მესაზღვრეებმა ორი ახალგაზრდა ქალი დააკავეს, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთი რესპუბლიკიდან საქართველოს გავლით მიერმართებოდნენ სირიაში. სამართალდამცავთა განცხადებით, დაკავებული პირები აპირებდნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაერთიანებას. ისინი ადრეც იყვნენ შემჩნეულნი ექსტრემისტულ საქმიანობაში. კერძოდ, სოციალური მედიის საშუალებით აკეთებდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერ განცხადებებს და ექსტრემისტულ მოწოდებებს.

წყარო

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა
შემდეგი სტატიაევროპის რეკონსტრუქცის ბანკი საქართველოში ბიზნესს დაეხმარება