პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა

kvirk4პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა, თუმცა მეზობელი ქვეყნისგან ამის მზაობას ვერ ხედავს.

როგორც პრემიერმა „ქრონიკის სტუდიაში“ განაცხადა, თუ პირდაპირი დიალოგი შედგება, ეს იქნება პრინციპული საუბარი, კომპრომისების გარეშე.

„პირდაპირი დიალოგის პირობები უნდა არსებობდეს. ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, თუ ამის მზაობას დავინახავდი რუსეთის მხრიდან, რომ ასეთი დიალოგი შედგეს. სამწუხაროდ, დღესდღეობით, ასეთი მზაობა არ ჩანს, იქიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ – ცხინვალის დაგეგმილი რეფერენდუმი, ცხრა ადამიანის დაკავება საჩხერის რაიონში, გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა და ა.შ.

რუსეთის ზეგავლენის გარეშე მსგავსი ფაქტები არ ხდება და ვფიქრობ, რომ არანაირი წინაპირობა არ არსებობს. თუ ასეთი საუბარი შედგება, ეს იქნება ძალიან პრინციპული საუბარი და არ იქნება კომპრომისები ჩვენს ფუნდამეტურ საკითხებში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კითხვაზე – შეხვდებოდა თუ არა პირადად რუსეთის პრეზიდენტს, კვირიკაშვილი აცხადებს, რომ „თუ წინაპირობები იქნება, შეხვდება“.

banner
წინა სტატიაში(video)თურქეთის პრეზიდენტის ქალიშვილის ქორწილი განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველო-რუსეთის საზღვარზე ორი ქალბატონი დააკავეს, რომლებიც სირიაში ტერორისტებთან წასვლას აპირებდნენ