საქართველო აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 10, 2019 12:45

საქართველო აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ორ წამყვან ამერიკულ ავიაკომპანიასთან პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების – Delta Air Lines-ის და United airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს.

აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკების დასაწყებად დაგეგმილი ვიზიტი ნათია თურნავამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში დააანონსა. როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მაშინ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმზიდველია. ნათია თურნავას შეფასებით, პირდაპირი ფრენების დაწყება, ერთი მხრივ, იქნება ძალიან ნათელი, ცალსახა პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე მხრივ, კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის.

ვიზიტის ორგანიზებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აშშ-ში საქართველოს საელჩომ მიიღო მონაწილეობა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 10, 2019 12:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics