საქართველო ამართლებს მოლოდინებს, რომელიც ევროპას ჩვენს მიმართ აქვს – ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს აფასებს და აღნიშნულ ფაქტს უაღრესად ნაყოფიერსა და მნიშვნელოვანს უწოდებს.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა აქვს:

„პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი შეიძლება შეფასდეს, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი. შეხვედრები ევროკავშირის ყველა მსხვილ მოთამაშესთან გაიმართა, მათ შორის შარლ მიშელთან და ჟოზეფ ბორელთან. მხარეები ერთხმად აღნიშნავდნენ საქართველოს პროგრესს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ევროატლანტიკურ გზაზე აჩვენა!

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტებერგთან შეხვედრა იყო, რომელიც მის პირად საცხოვრებელ რეზიდენციაში შედგა. დიპლომატიას საკუთარი წესები აქვს, მაღალი დონის სტუმრის საკუთარ რეზიდენციაში მასპინძლობა სტუმრის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ცალსახაა ბატონმა იენსმა აღნიშნული ჟესტით კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა და პატივისცემა, როგორც საქართველოს პრემიერის, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ.

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა აქვს. ასევე, სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველო ამართლებს მოლოდინებს, რომელიც ევროპას ჩვენს მიმართ აქვს“, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიაგერმანიის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის მოკლევადიანი ლიკვიდობის საჭიროებებისთვის ოფიციალური ბერლინი კიევს მილიარდი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს