გერმანიის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის მოკლევადიანი ლიკვიდობის საჭიროებებისთვის ოფიციალური ბერლინი კიევს მილიარდი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს

გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერის განცხადებით, უკრაინის მოკლევადიანი ლიკვიდობის საჭიროებებისთვის ოფიციალური ბერლინი კიევს მილიარდი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს, – ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

„მე ახლახანს განვაცხადე, რომ გვინდა, მონაწილეობა მივიღოთ მილიარდი ევროს ფარგლებში არსებულ გრანტებში“, – აღნიშნა ლინდნერმა და დაამატა, რომ „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე ინფლაციის საკითხიც განიხილეს.

„G7-მა იცის, რომ ინფლაცია ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური რისკია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ერთობლივი ძალისხმევა, თითოეულმა თავისი შესაძლელობებით და ვებრძოლოთ ინფლაციას მსოფლიოში და ჩვენს ეკონომიკაში“, – დაამატა გერმანელმა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ამართლებს მოლოდინებს, რომელიც ევროპას ჩვენს მიმართ აქვს – ჩიხელიძე
შემდეგი სტატიაგენდერული თანასწორობის საბჭოში „თანასწორობის თაობის“ ფორუმის ფარგლებში აღებული ვალდებულების აღსრულების პროცესზე იმსჯელეს