საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს აუდიო წიგნებს გადასცემენ

თბილისში 2016 წლიდან ახალ ავტობუსებს შემოიყვანენ

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს კომპაქტ დისკებზე ჩაწერილ აუდიო წიგნებს უფასოდ გადასცემენ.

ამის შესახებ ინფორმაციას არასამთვრობო ორგანიზაცია „მომავლის სოფელი” ავცელებს.

მათივე ინფორმაციით, დისკებზე დატენილია საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოთეატრის ჩანაწერები – აუდიო წიგნები და რადიო პიესები.

„აქციის მიზანია ქართული ლიტერატურისა და მივიწყებული რადიოსპექტაკლების გაცოცხლება. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების მიერ ხშირ შემთხვევაში მგზავრებისთვის შეთავაზებული მდარე ხარისხის მუსიკა შეიცვლება ქართული თეატრისა და ლიტერატურის რჩეული ნაწარმოებებით“,-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციაში.

აქცია-პროექტი დიდუბის ავტოსადგურში დღეს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ვიზიტი დაასრულა
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი: “რუსთავი” 2 თავად არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ნაწილი