გიორგი ვოლსკი: “რუსთავი” 2 თავად არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ნაწილი

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ “რუსთავი 2” თავად არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ნაწილი და არავითარი პრობლემა სახელმწიფოსგან არ შექმნია.

ამის შესახებ ვოლსკიმ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, სადაც ტელეკომპანიის საქმეზეც არის საუბარი.

“სრული ინფორმაცია არ გააჩნიათ, რადგან “რუსთავი 2” თავად არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ნაწილი და არავითარი პრობლემა სახელმწიფოსგან არ შექმნია არასდროს, განსხვავებით იმ პარტიის მიერ შექმნილი პრობლემებისაგან მედიისათვის, რომელიც რუსთავი 2-ის სწორედაც ხელმძღვანელს წარმოადგენს,“ – აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი.

“რუსთავი 2” – ის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანიასთან მიმართებაში გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს კომპანიის მმართველობა.

banner
წინა სტატიაშისაქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს აუდიო წიგნებს გადასცემენ
შემდეგი სტატიაპარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო