საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა საქმის პროკურორი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით პროკურატურა სასამართლოს ამ წუთებში მიმართავს. საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა საქმის პროკურორი.

პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, სასამართლომ სხდომა 24 საათის ვადაში უნდა ჩანიშნოს, თუმცა, დღეს მოხდება ეს თუ ხვალ, უშუალოდ სასამართლოს გადასაწყვეტია.

“შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე უკვე ჩაბარებულია სასამართლოში. დაველოდებით სასამართლოს სხდომას და უკვე სხდომაზე ყველასათვის გახდება ცნობილი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. როდის ჩაინიშნება სხდომა, ამას სასამართლო წყვეტს. კანონმდებლობით არსებობს გარკვეული ვადა, თუმცა სასამართლოს გადასაწყვეტია. 24 საათიანი ვადაა, ეს შეიძლება იყოს დღეს ან ხვალ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია,”-განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: დანაშუალი ახლა შიში და უკან დახევაა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – ახლა ოპოზიცია მართლაც ერთიანია, არის „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენი პარტიები აღარ არსებობენ