ნიკა მელია: დანაშუალი ახლა შიში და უკან დახევაა

„გავრილოვის დავალება შესრულებულია და ამას ჩემზე კარგად ხედავს ძალიან ძალიან ძალიან ბევრი ადამიანი. 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავიუსფლებისა და ღირსების იდეა. დიახ. არც მეტი და არც ნაკლები. 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა გაასამართლა თავისუფლების და ღირსების იდეა. ეს არ იყო ვერდიქტი ჩემთვის გამოტანილი. ამ ადამიანებმა, პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას. ვფიქრობ, არ ვიქნები გადაჭარბებული რასაც ახლა ვიტყვი, განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ქუჩაში გამოვიდა. თქვენც, თქვენი მშობლებიც, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ხმა აიმაღლა, ვინც გააპროტესტა, ვინც სამშობლოს გამოესარჩლა, გამოუტანეს ყველას, ვინც იყო მსხვერპლი მოძალადეების იმ კონკრეტულ დღეს, ვისაც დათვის ტყვიები ესროლეს, ვისაც ხელკეტი მოუქნიეს, ვის მიმართაც დევნა ახორციელეს თბილისის მასშტაბით, სხვადსახვა რაიონებში, ვისაც თვალები დათხარეს და ვისაც იმ დღეს სამშობლო მოსტაცეს. ეს განცდა დაეუფლეა ყველას. სწორედ ამიტომ, სტიქიკურად, ყველანი, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ავდექით და მივედით რუსთაველის გამზირზე. ერთ-ერთი ვიყავი მე, იქ იყო მრავალი ათასი ადამიანი ამ გრძნობით, რომელმაც ჩათვალა, რომ სულში შეურაცხყოფა მიაყენეს. ამიტომ, მთელ საქართველოს მინდა, ვუთხრა ამ ადამიანების სახელით, ვისზეც ვისაუბრე, ვისაც თვალები დათახარეს და ვინც ხმა აიმაღლა შეურაცხყოფაზე, ამ ადამიანების სახელით, აუცილებლად, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მე არ და ვერ შევეუგები ჩვენი სამშობლოს დამცირებას . ეს არის ძალიან დიდი დამცირება. არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს.

მოდით, აქვე ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე, რომ ახლა არ არის დრო პარტიისა და პარტიული პოლიტიკის. არის ეროვნული ქართული მოძრაობა ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ივანიშვილის რენეგატები. ერთ მხარეს არის თვისუფლება და მეორე მხარეს არის მონობა. ერთ მხარეს არის ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ნათელი მომავლი და მეორე მხარეს არის საბჭოთა ბნელეთი. აქედან გამომდინარე, ძვირფასო მეგობრებო, დედებო, მამებო, დებო და ძმებო, შეუძლებელია, უკან დახევა და შეუძლებელი არის უსამართლობას თავი დავუხარო. ეს უბრალოდ არ მოხდება. ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, ვიდრე არ უზრუნველვყოფთ ამას. დარწმუნებული ვარ, თითეულ თქვენგანთან ერთად, ეს მოხდება, ამ დღეს მე ვხედავ. ჩვენ ამ ქვეყნის თავისუფლების განადგურების შესაძლებლობას არავის არ მივცემთ. გული მწყდება იმ 88 მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანებზე, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა უკვე მეორჯერ გამასამართლა, მაგრამ ჯერჯერობით საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს და ვერც მიიყვანენ. ეს არის გამორიცხული. არ ჩამითვალოთ ხმამაღლა ნათქვამში, მაგრამ ტანით ვგრძნობ, რომ ეს ადამიანები, ეს 88 ადამიანი შველას საჭიროებს. ისინიც უნდა ვიხსნათ მონური მორჩილებისგან. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭრისთვის. მინდა, ყველას, უამრავ ადამიანს გადავცე და შევუთვალო მადლობა, რადგან ის, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხდება, არასდროს არ მიგრძნია ამის მსგავსიც კი. და თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ნიკა მელია დაიხევს, თუ არ დაიხევს, თუ რას გააკეთებს, ვთქვი და გავიმეორებ, ახლა თუკი რამე არის დანაშაული, გავრილოვის იმ ცნობილ სავარძელში ჩაჯდომაზე მეტი დანაშაული იქნება შიში და უკან დახევა, რადგან ასი ათასობით საქართველოს მოაქალაქის ხმა ვართ თითუელი ჩვენგანი და ამ სახელმწიფოში სხვა სახელმწიფოს დროშა ვერ აფრიალდება. მადლობა, წარმატებები თქვენ, არანაირი დამორჩილება ამ უკანონო, გავრილოვის განაჩენის მიმართ, ბუნებრივია, არ იქნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშისინოდის განჩინების პასუხად -თეოლოგები სინოდის გადაწყვეტილებებს აფასებენ
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა საქმის პროკურორი