საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. სხდომას მესამე პრეზიდენტი ესწრება. ის დილით გორის ჰოსპიტლიდან თბილისში პენიტენციურმა სამსახურმა სპეცრაზმის თანხლებით გადმოიყვანა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დღევანდელი პროცესი პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიიღო. ადვოკატები პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის შუამდგომლობას დააყენებენ, თუმცა უცნობია, შეცვლის თუ არა გადაწყვეტილებას მოსამართლე.

სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი.

პროცესის პარალელურად, ადგილზე აქცია იმართება. პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ.

banner
წინა სტატიაშიამ საქმეში არის მხოლოდ მზა პასუხები და ეს პასუხები არის ტყუილები, პროკურატურას ვგულისხმობ – ნიკა გვარამია “პიჯაკების საქმეზე”
შემდეგი სტატიაალასანია – პრეზიდენტმა რომ დაივარცხნოს, არამიზნობრივია? ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, აბა, ფეხით უნდა იაროს, თუ თავისი ხელფასით გადაიხადოს ეს ყველაფერი