ამ საქმეში არის მხოლოდ მზა პასუხები და ეს პასუხები არის ტყუილები, პროკურატურას ვგულისხმობ – ნიკა გვარამია “პიჯაკების საქმეზე”

სამართლებრივი აბსურდი – ასე აფასებენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელშიც მესამე პრეზიდენტს წარმომადგენლობით ხარჯს ედავებიან და ამტკიცებენ, რომ გაფლანგულია დაახლოებით 9 მილიონი.

ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია:

“მე მაინც ვისურვებდი, რომ ქართულ ოცნებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მხილებულიც არის და გადამხილებულიც, ამიტომ მირჩევნია პირადად მე, მან ისაუბროს ამ სამარცხვინო ბრალზე და როგორც წინა ჯერზე, მიმართოს საზოგადოებას.

ამ საქმეში არავითარი შეკითხვები არ არის. არის მხოლოდ მზა პასუხები და ეს პასუხები არის ტყუილები, პროკურატურას ვგულისხმობ ცხადია” ამბობს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშიბარამიძე – პრეზიდენტს, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა, ედავებიან, თითქოს რაღაც გაფლანგა
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო