საქალაქო სასამართლომ “კანონიერ ქურდს” კანონიერი ქურდობის ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლა

ე.წ. კანონიერ ქურდს ბესიკ კუპრაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა და გაათავისუფლა. მას ბრალი კანონიერ ქურდობაში და კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში ედებოდა.

“კანონიერმა ქურდმა”, რომელიც იტალიაში სასჯელის მოხდის შემდეგ იყო დეპორტირებული სამშობლოში, ქვეყანა უკვე დატოვა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ებანოიძემ ორჯერ (საქართველოსა და იტალიაში) გასამართლებული პირის მიმართ, რომელიც კანონიერ ქურდად მიიჩნევს თავს, ბრალის დამადასტურებელი გარემოებები ვერ იპოვა და გაამართლა.
38 წლის ქუთაისელი “კანონიერი ქურდი” ბესიკ კუპრაშვილი საქართველოში 2004 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 151-ე და 187-ე 353-ე მუხლებით გაასამართლეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბოლოს ის სასჯელს იტალიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა.
იტალიაში საპატიმრო 2016 წელს დატოვა და თბილისში დაახლოებით ხუთი თვის წინ, დეპორტაციის შემდეგ ჩამოვიდა, რა დროსაც აეროპორტშივე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით კახეთში „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“ ტრენინგი დაიწყო
შემდეგი სტატიამოსახლეობა ბიძგებს ისევ იგრძნობს