საფრანგეთში კარდაშიანის გაქურდვაში ეჭვმიტანილები დააპატიმრეს

საფრანგეთში მინიმუმ 16 ადამიანია დაკავებული ამერიკელი ტელეწარმყვანის კიმ კარდაშიან-უესტის გაქურდვის ფაქტზე – ადგილობრივი პოლიცია იტყობინება.
Europe 1-ის მონაცემებით, დაკავებები დღეს, დილით ადრე პარიზის სხვადსხვა რაიონში დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებულების სახელები და ოპერაციის დეტალები არ კონკრეტდება – “ბიბისი” წერს.
შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანი გასული წლის ოქტომბერში გაქურდეს პარიზში. შეიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ ოთახში, სადაც ამერიკელი ტელევარსკვლავი იმყოფებოდა. შედეგად 9,5 მილიონი დოლარის ძვირფასეულობა მოიპარეს.

banner
წინა სტატიაშიჩინეთმა წყალბადის საწვავზე პირველი თვითმფრინავი გამოსცადა
შემდეგი სტატიაანკარა ტრამპს აიძულებს გიულენი გადასცეს და ქურთებს მხარი არ დაუჭიროს