ანკარა ტრამპს აიძულებს გიულენი გადასცეს და ქურთებს მხარი არ დაუჭიროს

თურქეთის მთავრობა იმედს იტოვებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ანკარას ფეხტულახ გიულენს გადასცემს, რომელიც ქვეყანაში ზაფხულში მომხდარი პუტჩის მთავარი ფიგურანტია.
“არა მგონია, პრეზდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ იგივე შეცდომები დაუშვას, რაც წინა ადმინისტრაციამ. ჩვენ აშშ-სგან ველოდებით გიულენის გადაცემას” – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.
მან ასევე, დაამატა, რომ ანკარა აშშ-სგან ქურთების მხარდაჭერის შეწყვეტასაც ელოდება, რომლელთაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში კარდაშიანის გაქურდვაში ეჭვმიტანილები დააპატიმრეს
შემდეგი სტატიაასადმა ყველა საკითხზე მოლაპარაკებების გამართვის მზაობის შესახებ განაცხადა