საფრანგეთში “ასტრა-ზენეკათი” აცრის შემდეგ გარდაცვალების შემთხვევებს იძიებენ

პარიზელმა პროკურორებმა, რომლებიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე არიან სპეციალიზირებული, “ასტრა-ზენეკათი” აცრის შემდეგ დამდგარი გარდაცვალების შემთხვევების გამოძიება დაიწყეს.

საჩივარი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა შეიტანეს. პროკურორებს ბრალი არ წაუყენებიათ არც ერთი პირისთვის და გამოძიება არაწინასწარგანზრახული მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ერთ-ერთი საქმე ეხება სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის სიკვდილს, მეორე მათგანი იყო სოციალური მუშაკი, ორივე 55 წლამდე ასაკის იყვნენ.

სულ ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვალების 15 შემთხვევა დაფიქსირდა. პირდაპირი კავშირი ვაქცინასა და სიკვდილს შორის ჯერეჯრობით არ დადასტურებულა, თუმცა 7 აპრილს ევროპის წამლების სააგენტომ განაცხადა, რომ “ასტრა-ზენეკას” იშვიათი გვერდითი მოვლენა ახასიათებს, რომელიც, შესაძლებელია, სიკვდილით დასრულდეს.

ამავე დროს, სააგენტომ თქვა, რომ ვაქცინის სიკეთე მის რისკებს აღემატება.

 

banner
წინა სტატიაშინატომ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა დაიწყო
შემდეგი სტატიანავალნის შტაბის წარმომადგენელს “რამშტაინის” კლიპის გამოქვეყნების გამო კოლონია მიუსაჯეს