ნატომ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა დაიწყო

ნატომ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა დაიწყო

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ავღანეთიდან საკუთარი მისიის გამოყვანა დაიწყო – ამის შესახებალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა.

“აპრილის შუა რიცხვებში ნატომ და მისმა მოკავშირეებმა მისია “გადამწყვეტი მხარდაჭერის” 1 მაისამდე გაყვანა გადაწყვიტეს და ეს გაყვანა უკვე დაიწყო. ეს იქნება მოწესრიგებული, კოორდინირებული და ფრთხილი პროცესი” – სააგენტო AFP-სთან განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.

ნატო მიმდინარე თვეს საკუთარ მისიას დაასრულებს ავღანეთში, რომელიც 9600 ჯარისკაცს ითვლის. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა დააანონსა. გადაწყვეტილემა მიიღეს იმის მიუხედავად, რომ ავღანეთში, შესაძლებელია, თალიბანმა ხელისუფლება დაიბრუნოს.

ბაიდენი ამერიკელი ჯარისკაცების ავღანეთიდან გაყვანას 11 სექტემბერს, აშშ-ში მომხდარი ტერაქტების 20 წლისთავს დაასრულებს.

მისია “გადამწყვეტ მნხარდაჭერაში” 36 ქვეყანა მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიUNDP საქართველოსთან თანამშრომლობით და თანაორგანიზატორობით, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში მედია ტური მოაწყო
შემდეგი სტატიასაფრანგეთში “ასტრა-ზენეკათი” აცრის შემდეგ გარდაცვალების შემთხვევებს იძიებენ