საფრანგეთმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 1933-33 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებენ.

“საფრანგეთმა 1932-33 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი ხალხის გენოციდად აღიარა. ისტორიული გადაწყვეტილება საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო. კრემლის წარსული და ახლანდელი ტოტალიტარული რეჟიმი ვერასოდეს მოუღებს ბოლოს სიმართლეს და სამართლიანობას”,- წერს ზელენსკი Twitter-ზე.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში 205 ტურა და 5 მგელი მოკლეს
შემდეგი სტატიამექსიკიდან აშშ-ში რუსების რეკორდული რაოდენობა შევიდა