მექსიკიდან აშშ-ში რუსების რეკორდული რაოდენობა შევიდა

მექსიკიდან აშშ-ში რუსების რეკორდული რაოდენობა შევიდა. ამერიკის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, რომელიც RTVI-მ განიხილა, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 25.000-ზე მეტი რუსი შევიდა შეერთებულ შტატებში სამხრეთ საზღვრის გავლით. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე წლების განმავლობაში, რუსების რაოდენობა, რომლებმაც გადაკვეთეს აშშ-ს სამხრეთ სახმელეთო საზღვარს, რამდენიმე ასეულ ადამიანს არ აღემატებოდა.

2020 ფისკალურ წელს (1 ოქტომბერი – 30 სექტემბერი) შეერთებულ შტატებში შემოსული რუსების რაოდენობა იყო 467 ადამიანი, ხოლო 2022 წელს – 21.763. რუსები ჩადიან მექსიკაში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებთან საზღვარს კვეთენ სხვადასხვა გზით, მათ შორის არალეგალურად, და იქ თავშესაფარს ითხოვენ.

საიმიგრაციო ხელისუფლებამ შესაძლოა მობილიზაციის საფრთხე საკმარის მიზეზად მიიჩნიოს შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მინიჭებისთვის, მაგრამ ხშირად „მორიდებით“ განცხადებებს უარყოფენ და მარტში ერთი რუსი სამშობლოში დეპორტირებული იქნა, წერს The Guardian იურისტებზე დაყრდნობით.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
შემდეგი სტატიაAmnesty International: საქართველოში ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკური დევნა გრძელდება