ოკუპირებულ აფხაზეთში 205 ტურა და 5 მგელი მოკლეს

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ტურებზე და მგლებზე ნადირობის პროგრამა ვადაზე ადრე დასრულდა, განუცხადა Sputnik-ს რესპუბლიკის მთავარმა ვეტერინარმა რომან ჯოპუამ.
ჯოპუას განმარტებით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა ორშაბათს, 27 მარტს მიიღო.
“ამ ღონისძიებაზე გამოიყო 500.000 რუბლი მონადირეებისთვის გადასახდელად და 100.000 რუბლი ცხოველებუს ლეშის გასატანად. ეს თანხა უკვე ამოიწურა. ფაქტობრივად, მთავრობის ბრძანება ვადაზე ადრე შესრულდა. მაღალი ჯილდოს წყალობით, ხალხმა იშრომა. 200-ზე მეტი ტურა და 5 მგელი განადგურდა”,- აღნიშნა ჯოპუამ.
ჯოპუას თქმით, საშიში ცხოველების წინააღმდეგ ამ ზომებმა ერთდროულად გამოიწვია მოსახლეობის აღშფოთება, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სროლას და ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ არ სურთ პრობლემის გადაჭრის სხვა მეთოდების მოძიება.
ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის ბრძანებით სახელმწიფომ ერთი ტურის მოკვლაში 2.500 მანეთი გადაიხადა, მგლისთვის კი 5.000 მანეთი. ჯოპუამ ასევე განაცხადა, რომ არცერთ მონადირეს თანხა არ მიუღია, რადგან გადახდის პროცესს დრო სჭირდება.
დადგენილი გადახდის სქემის მიხედვით, მონადირემ, რომელმაც ცხოველი მოკლა, უნდა გახსნას საბანკო ანგარიში, სადაც მას თანხა ჩაერიცხება.
მთლიანობაში აფხაზმა მონადირეებმა ჩააბარეს 205 ტურა და ხუთი მგელი. სოხუმის რაიონში სამი ტურა, გუდაუთისა და გალის რაიონებში ხუთი ტურა, ოჩამჩირაში 177 ტურა და ხუთი მგელი, გულრიფშში 15 ტურამ მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ახალგორში მესამე კვირაა, ახალგაზრდა კაცს ეძებენ
შემდეგი სტატიასაფრანგეთმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა