ბრაზილიის ახალ პრეზიდენტს კორუფციაში სდებენ ბრალს

ბრაზილიის პრეზიდენტს მიშელ ტემენს მინისტრთა კაბინეტის ზეწოლასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. ქვეყნის ყოფილი კულტურის მინისტრი მარსელო კალერო ირწმუნება, რომ ტემერი მას სხვა მინისტრისთვის ბიზნეს-გარიგებაში დახმარებას სთხოვდა. კარელოს თქმით, მისგან ელიტურ საცხოვრებელ მშენებლობაზე ნებართვას ითხოვდნენ, რომელიც სალვადორის ისტორიულ რაიონში უნდა განეხორციელებინათ და რომელიც კანცელარიის წევრს ეკუთვნოდა.
მინისტრმა, რომელიც გასულ კვირას გადადგა, მშენებლობის პროექტი ადრე დაბლოკა. კერელო პოლიციას მოუყვა,. რომ პრეზიდენტი და კანცელარიის წევრი მასზე ზეწოლას ახდენდნენ.
მიშელ ტემერი ხელისუფლებაში პრეზიდენტ დილმა რუსეფისადმი იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ მოვიდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში “ისლამური სახელმწიფოს” ავსტრალიის მთავარი ბოევიკი დააკავეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის მთავრობა: მოხუცთა თავშესაფარზე თავდასხმა ისლამისტებთან არ არის კავშირში