დღეს მსუბუქმოტორიანმა თვითმფრინავმა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით კატასტროფა განიცადა – ამის შესახებ ბელგიური Le Soir-ი წერს. ინციდენტი დაახლოებით 17.00 წუთზე მოხდა ადგილობრივი დროით. დაშვებისას თვითმფრინავი ხეს გამოედო და ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურები მოვიდნენ, მაგრამ ამ დროისთვის თვითმფინავი სრულად დამწვარი იყო. შემთხვევის შედეგად ბელგიის ორი 46 და 60 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ისინი მეგობრების ჯგუფთან ერთად ალპებში მოგზაურობდნენ.