ვინ მოაბეზრა თავი რუსეთის საგარეო უწყებას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა დასავლელ პოლიტიკოსთა ფოტოები, რომლებსაც პირზე მიხატული აქვთ ყვითელი ფერის იარლიყი წარწერით „მოგვაბეზე თავი“.
„მობეზრებულ“ პოლიტიკოსთა შორის არიან ამერიკელი სენატორი ჯონ მაკ-კეინი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი.
ანალოგიური წარწერით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს ჯიჰადისტების, კიევში მიმდინარე აქციების და…შემწვარი კარტოფილისა და ტაფამწვარის ფოტოებს.
თავისი სტილით ფოტოლოკალაჟი წარმოადგენს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ დაგეგმილი არასანქცირებული საპროტესტი აქციის რეკლამის პაროდიას.
ხოდორკოვსკის ორგანიზაციამ „ღია რუსეთი“ ამასწინათ ინტერნეტში განათავსა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პლაკატი წარწერით „მოგვაბეზრე თავი“.
ორგანიზაციამ, ასევე, განათავსა საიტზე შაბლონი, რომლის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებობა გამოიყენოს იგი იმ პოლიტიკოსის მიმართ, ვინც თავი მოაბეზრა.

წყარო:BBC

banner
წინა სტატიაში(video) „9 ოქტომბრის შუადღიდან, არ უნდა დაგვეწყო არჩევნების გამაპრავებელი რიტორიკა” – ზაზა ბიბილაშვილი
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ალპებში თვითმფრინავი აფეთქდა