საპოლიციო კონტროლის დროს, 53 პირი დააკავეს

შსს ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საპოლიციო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა სისხლის სამართლის 182 და ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა 1450 ფაქტი.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

“2016 წლის 16-18 ივნისს, საპოლიციო კონტროლის შედეგად, სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 182 დანაშაული, მათ შორის:

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) – 61 ფაქტი;

მკვლელობის მცდელობის (სსკ 19 -109-ე მუხლი) – 1 ფაქტი;

ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების (სსკ 260-ე მუხლი) – 21 ფაქტი;

საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის (სსკ 262-ე მუხლი) – 1 ფაქტი.

პოლიციამ დააკავა 1 ძებნილი პირი. ასევე, გაიხსნა ადრე ჩადენილი ყაჩაღობის, ძარცვის მცდელობის და საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის თითო ფაქტი.

დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1450 შემთხვევა, მათ შორის:

ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) – 49 ფაქტი;

წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) – 17 ფაქტი;

დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) – 32 ფაქტი;

დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) – 16 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 6 ავტომატი; 4 პისტოლეტი; 1 რევოლვერი; 2 საფანტის პისტოლეტი; 3 შაშხანა; 15 გადაჭრილი სანადირო თოფი; 1 სანადირო თოფი; 1 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი; 4 ყუმბარმტყორცნი; 2 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი; 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი; 36 ყუმბარმტყორცნის ჭურვი; 2 ნაღმმტყორცნი; 14 ამფეთქი ფალია; 71 ხელყუმბარა; 6 კაფსულ-დეტონატორი; 4037 ვაზნა და 1,5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი.

ასევე, ამოღებულია: 19 აბი ფსიქორტოპული მედიკამენტი; 7 აბი „დიფენოქსილატი“; 109 ძირი კანაფი; 7 შეკვრა მარიხუანა; 2 შეკვრა „ჰეროინი“; 1 შეკვრა „სუბოტექსი“; 1 შეკვრა „ოპიუმი“; 49 აბი “ტრამადოლი“; 50 აბი “ფსევდოეფედრინი“; 1 შეკვრა ყაყაჩოს თესლი.

საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 26, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 53 პირი დააკავეს”.

banner
წინა სტატიაში“ქრონიკა+” საზოგადოებას მორიგ სკანდალურ ნომერს პირდება
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: პრემიერის განცხადება აბსოლუტურად ეხმიანება უმრავლესობის პოზიციას