საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელეს.
როგორც კანონპროექტების განხილვაზე კომიტეტში აღინიშნა, კანონპროექტის შემუშავების მიზანია კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირებისთვის არსებული და სხვა ზოგიერთი საგადასახადო შეღავათის გადავადება, წიგნის დასამზადებელი ნედლეულის გათავისუფლება დღგ-სგან ჩათვლის უფლებით, სპეციალური სავაჭრო ზონების მარეგულირებელი ნორმების, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტება.
ფინანასთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციციშვილის განცხადებით, პირველი მოსმენისას, შენიშვნები ორ საკითხთან დაკავშირებით გამოითქვა: პირველი ეხებოდა ბაზრობებთან დაკავშირებულ რეგულაციებს, რომელიც უნდ ამოქმედდეს 2020 წლიდან და შემოთავაზება ითვალისწინებდა ვადის ოთხი წლით 2024 წლამდე გადაწევას. „ჩვენი შეფასებით, ამის საჭიროება არ დგას, რადგან ორი წელი საკმაოდ რეალისტური ვადაა როგორც ადმინისტრირების მხრივ, რათა მოემზადოს საგადასახადო ორგანო, ასევე მეწარმეებისთვის.“-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მეორე შენიშვნა ეხებოდა ნავთობისა და გაზის კორპორაციებთან მიმართებაში, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრის დაგეგმვას, რომელიც მომხსენებლის განმარტებით, უკვე გაიმართა და შეხვედრაზე დასმული საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი არგუმენტირებული განმარტებები გაკეთდა.
კომიტეტის სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კანონპროექტის მე-13 პუნქტთან დაკავშირებით, ორი ტექნიკური ხასიათის შენიშვნა გამოთქვა, რომელიც მომხსენებელმა გაიზიარა.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , კანონპროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთად, მეორე მოსმენით განსახილველად, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ წარადგინა. შალვა თადუმაძის განცხადებით,
მომხსენებლის განცხადებით, შენიშვნა, რომელიც კანონპროექტის 22-ე მუხლთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა, გათვალისწინებულია. „ ცვლილება პროექტის წარმოდგენილ ვერსიაში უკვე ასახულია და მას სწორედ ამ ფორმულირებით ეყარა კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე,“-განაცხადა შალვა თადუმაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით განიხილეს.
კომიტეტის წევრებმა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
დღესვე, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ განიხილა.
როგორც მომხსენებელმა, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, რომან გოცირიძემ განმარტა, კანონპროექტის ძირითად არსს, საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული ბიუჯეტის პროფიციტის/დეფიციტის გაანგარიშების მეთოდის ცვლილება წარმოადგენს. კერძოდ, ცვლილება შედის საბიუჯეტო კოდექსის, მე-12 მუხლის პირველ პუნქტში და ბიუჯეტის მთლიანი სალდო განსხვავებული წესით დაიანგარიშება. დაანგარიშების წესი პროექტში შემდეგი სახით არის ფორმულირებული: „ ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, ხოლო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას და ფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა -ბიუჯეტის მთლიანი სალდო.“
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიჩვენი გუნდი მაღალი ნდობით დაამტკიცებს პრემიერ კვირიკაშვილს და მის განახლებულ სამთავრობო კაბინეტს – თალაკვაძე
შემდეგი სტატიარუსთაველზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო