რუსთაველზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო და ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თბილისში, მეტროს სადგურ “თავისუფლების მოედანთან” მოზარდი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, მოზარდი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში განაცხადეს, მოზარდს ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

banner
წინა სტატიაშისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდის ოპერაცია დასრულდა