საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
თბილისში 2 პირი დააკავეს: 1999 წელს დაბადებული, ქურდობისთვის პირობითი
მსჯავრის ქვეშ მყოფი დ. მ. წარსულში ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის
ტარების ბრალდებით, ხოლო 2002 წელს დაბადებული ლ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის
უკანონო შეძენა-შენახვისა ბრალდებით.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, 2 პირი გადამოწმების
მიზნით შეაჩერეს. მათი ვიზუალური დათვალიერების შედეგად,
სამართალდამცველებმა “ეკოლ პ 29”-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და დანა
ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია
პირბადეები და პოლიეთილენის ბახილები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და წარსულში
ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტებზე, სისხლის სამართლის
კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 238 პრიმა 1-ლი
ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაკვიპროსმა საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა