კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 8, 2019 10:57

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა

კვიპროსული მხარის შეტყობინების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი განკარგულებით, კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა.

კვიპროსი გახდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-13 ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო (საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს ბულგარეთს, საფრანგეთს, ლიხტენშტაინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდებს, ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიასა და ჩეხეთს).

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ოფიციალური სია მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის 20 წევრ-სახელმწიფოს გააჩნია. კვიპროსის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების გათვალისწინებით მიიჩნევა ქვეყანად, სადაც ადგილი არ აქვს მოქალაქეების შევიწროვებას და ადამიანები დაცული არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან.

კვიპროსის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 8, 2019 10:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics