საპატრიარქოს სკანდალზე საზოგადოების რეაქცია არის ძალიან ნიშანდობლივი

საპატრიარქოს სკანდალზე საზოგადოების რეაქცია არის ძალიან ნიშანდობლივი.

ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება იყოფა ოთხ ნაწილად.

ერთნი (ძირითადად ნაცმოძრაობის მომხრეები) მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი არის ივანიშვილის ინტრიგების შედეგი და შიშობენ, რომ პატრიარქის რეპუტაციის შერყევით ივანიშვილი მოიგდებს ხელში მთელ ეკლესიას და კიდევ უფრო გაძლიერდება

მეორენი (ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების წრიდან, ანუ ლიბერასტებად წოდებული ენჯეოშმენჯეო ამერიკათუმე სასტავიდან) ფიქრობენ, რომ პრინციპში საპატრიარქოს, როგორც ანტიდასავლურობის მთავარი ინსტიტუციური დასაყრდენის ავტორიტეტის ვარდნა არის ის შოკი, რომელიც საზოგადოების განხიბლვის და პროგრესის წინაპირობად შეიძლება იქცეს.

მესამენი ჯერ ვერ გარკვეულან ნათელი გველოდება წინ თუ
ბნელი, ბიძინა ხეირობს ამ სკანდალით თუ ვერ ხეირობს, პრორუსები ძლიერდებიან თუ ვერ ძლიერდებიან და ა.შ., მაგრამ წმინდა ემოციურად ძალიან არ მოსწონთ რაც ხდება.

მეოთხენი კი შეძრწუნებული არიან პატრიარქის მიმართ ბრალდებით და თანადგომას უცხადებენ მას

რაც შეეხება ე, წ, ქოცებს, ისინი კიდევ უფრო დაბნეულები არიან, რადგან მათი თვალთახედვით ამ ქვეყანაში რაც კი ცუდი ხდება, ყველაფერი არის ნაცების ბრალი და ამიტომ ვერაფრით გაუგიათ: ამხელა სანაცეთიდან (და ნაცია ყველა, ვინც კი ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს ნაცების გინების გარეშე) ერთნი რატომ არიან კმაყოფილები, მეორენი უკმაყოფილოები, მესამენი გაურკვევლობაში, ხოლო მეოთხენი რატომ იქცევიან ისე, თითქოს ნაცები კი არა ქოცები იყვნენ.

ამასობაში ხელისუფლების პიარშჩიკებს კი მოუვიდათ თავში გენიალური აზრი, საშვების რევოლუციასა და პარლამენტის მუხანათურ შტურმზე მიებათ ეკლესიის დესტაბილიზაციის მცდელობა, მაგრამ ეს იმდენად გენიალური მიგნება აღმოჩნდა, რომ უბრალო მოკვდავის გონება ვერ ჩაწვდა და ყველაზე შუბლმაგარმა ქოცმაც ვერ დაიჯერა.

აეგრე ვცხოვრობთ მოკლედ – წერს რესპულიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაშიგურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაჭყონდიდის ეპარქიაში კომისიის წევრებმა შეკრება დაიწყეს