საპატრიარქოს აქცია : მეუფე სტეფანემ სასულიერო პირებს ხალხის მობილიზება დაავალა

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მრევლი სხვადასხვა სოფლიდან მივიდა- როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, მეუფე სტეფანემ ადგილობრივ სასულიერო პირებს დაავალა ხალხის მობილიზება და ხვალ თბილისში, საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, შეკრება.

ინფორმაციისთვის, ხვალ ხუთ ივლისს, 17:00 საათზე საპატრიარქომ აქცია დაანონსა: შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ.გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია.

banner
წინა სტატიაში4-5 ივლისის ამინდის პროგნოზი საქართველოში
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: ქართველებსა და ამერიკელებს შორის ძლიერი კავშირი არსებობს