საპატრიარქო: მსუბუქი მანქანების აკრძალვამ სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია

“გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ”,” – ნათქვამია საპატრიაროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკლინიკა „თიმი“, სადაც კორონავირუსი 2 ექიმს, 5 ექთანს და 2 პაციენტს დაუდასტურდა, დროებით დაიხურება
შემდეგი სტატია13 სასულიერო პირი და 16 თეოლოგი სააღდგომო მიმართვას ავრცელებს