კლინიკა „თიმი“, სადაც კორონავირუსი 2 ექიმს, 5 ექთანს და 2 პაციენტს დაუდასტურდა, დროებით დაიხურება

კლინიკა „თბილისის მედიცინის ინსტიტუტი” (TIM) დროებით დაიხურება, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, გიორგი კაჭახიძემ განაცხადა.

„დღეს უკვე 5 პაციენტი გვყავდა დარჩენილი. ზოგი პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში გადავა, ზოგი – კარანტინში. თანამშრომლების დიდი ნაწილი კარანტინშია ახლა. როგორც კი გამოვალთ ყველა კარანტინიდან, მოხდება კლინიკის დეზინფექცია და გავაგრძელებთ მუშაობას”, – განაცხადა კაჭახიძემ.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში ჯამში 9 ადამიანია დაინფიცირებული – 2 ექიმი, 5 ექთანი და 2 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ აფრიკაში covid19-ის გამო დაწესებული კარანტინის დროს ლომებს სამანქანო გზაზე ეძინათ
შემდეგი სტატიასაპატრიარქო: მსუბუქი მანქანების აკრძალვამ სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია