საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე ტოვებს. ამის შესახებ გიორგი ბეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას!

სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა.

მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება.

დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას“, – წერს გიორგი ბეგაძე „ფეისბუქზე“.

banner
წინა სტატიაშიგავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
შემდეგი სტატია“საქართველო არ არის რუსეთი და ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს იმაზე უკეთესს, ვიდრე დღეს მათ პარლამენტმა შესთავაზა” – კონგრესმენი კინზინგერი