საპარლამენტო ოპოზიციის წევრები PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე და პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ საკითხებსა და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე. საუბარი შეეხო ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებს, სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას და ამ მიმართულებით ცვლილებების აუცილებლობას.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მონიტორებს ინფორმაცია მიაწოდეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის საკითხზე. განიხილეს ნინოწმინდაში, ბავშვთა სახლში არსებული მდგომარეობა და ქვეყანაში არსებული მედია გარემო.
საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ანა ბუჩუკური (პარტია „საქართველოსთვის“), გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“), ალექსანდრე რეხვიაშვილი („გირჩი“).

banner
წინა სტატიაშიქართულ-უკრაინული ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეათე სხდომა წლის ბოლოს გაიმართება
შემდეგი სტატიაბაქრაძე – ​შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული სამი მთავარი საკითხი პირდაპირ შედის ევროპის საბჭოს ასამბლეის კომპეტენციაში