ქართულ-უკრაინული ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეათე სხდომა წლის ბოლოს გაიმართება

შევთანხმდით, რომ წლის ბოლოს ჩვენ ჩავატარებთ ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-უკრაინული მთავრობათაშორისი ერთობლივი კომისიის მეათე სხდომას, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე უახლოეს მომავალში გაიმართება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებში სამუშაო ჯგუფის სხდომები.

ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას და საქართველოს მნიშვნელოვანი ტრანზიტული პოტენციალი აქვს, რის გამოც მომავალში საერთაშორისო-სატრანსპორტო დერეფნების ერთობლივ განვითარებაზე გაამახვილებენ ყურადღებას.

„სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ ნეგატიურად იმოქმედა ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკაზე. ჩვენი საქონელბრუნვა 2020 წელს 15.6 პროცენტით შემცირდა. მაგრამ პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, მინდა, აღვნიშნო, რომ ისევ გაიზარდა ოთხი პროცენტით და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ნეგატიური ტენდენციების გადალახვის მიზნით, შევთანხმდით, რომ წლის ბოლოს ჩვენ ჩავატარებთ ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-უკრაინული მთავრობათაშორისი ერთობლივი კომისიის მეათე სხდომას. ასევე, უახლოეს მომავალში გაიმართება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებში სამუშაო ჯგუფის სხდომები. უკრაინას და საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტული პოტენციალი. ამიტომ ჩვენც შევთანხმდით, რომ დიდ ყურადღებას გავამახვილებთ საერთაშორისო-სატრანსპორტო დერეფნების ერთობლივ განვითარებაზე. პრემიერთან მოლაპარაკებებისას გამოვხატე დაინტერესება საინვესტიციო თნამშრომლობის უფრო აქტიური განვითარების. ვისაუბრეთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით ინევსტიციების მოზიდვაზე, ერთობლივი საწარმოების განვითარებაზე, ასევე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესზე. ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ეგრეთ წოდებული მწვანე ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის განვითარებას. რა თქმა უნდა, ამას ხელს შეუწყობს მემორანდუმი ჩვენს პროფილურ უწყებებს შორის. ეს დოკუმენტი იქნება საფუძველი ერთობლივი მიდგომების შემუშავებისა“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი
შემდეგი სტატიასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ