„ნაცებს“, რომლებიც არჩევნებზე შვიდი პარტიით გადიან, მათ მიშა ეუბნება, ერთი პარტიით გავიდეთო – ხვიჩია

„ნაცებს“, რომლებიც არჩევნებზე შვიდი პარტიით გადიან, მათ მიშა ეუბნება, ერთი პარტიით გავიდეთო, ეს მიმართულება სწორია, უბრალოდ, არ მესმის, ამდენი ხნის განმავლობაში მისგან კონკრეტული ნაბიჯები რატომ არ მოჰყვა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „წვრილმანებზე კამათიდან უნდა გადავიდეთ საქმეზე, თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ ბარიერს, „გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნული ბრძოლა და გამარჯვება“.

„ნაცები“ რომ გადიან შვიდი პარტიით, მიშა ეუბნება, მოდით, ერთი პარტიით გავიდეთო. ეს მიმართულება სწორია, მაგრამ თან უნდა იყოს სათანადო წინადადება – შენ გაძლევ ამდენ ადგილს სიაში, შენ ამდენს და ასე შემდეგ. სხვაგვარად არავინ ენდობა ერთმანეთს „ნაცებში“ და ამისთვის საჭიროა, რომ მიშამ დადოს არქიტექტურა, როგორ წარმოუდგენია „ნაცური“ პარტიების გაცვლა პარლამენტში, რომ 1 000 პარტია არ იყოს ნომინალურად. სინამდვილეში, ან ყველა „ქოცია“, ან ყველა „ნაცია“ და მოგეხსენებათ, ორი „გირჩი“ ვართ. ამიტომ, ყველა არჩევნებში თითო პარტიით უნდა გავიდეთ „ნაცებიც“, „ქოცებიც“, „გირჩებიც“. ცალ-ცალკე პარტიების გასვლა ყველასთვის პრობლემურია, განსაკუთრებით ეს პრობლემა დგას „ნაცურ“ პარტიებში. ორი პარტიით თუ გავლენ არჩევნებზე, ალბათ ორივე გადალახავს ბარიერს, მაგრამ დღევანდელივით შვიდი პარტიით თუ გავლენ, ერთი გადალახავს, რომელსაც მიშა დაუჭერს მხარს. ეს პრობლემა არის „ნაცური“ პარტიების და შესაბამისად, მიშას ნათქვამი სწორია, უბრალოდ, არ მესმის, ამდენი ხნის განმავლობაში მისგან კონკრეტული ნაბიჯები რატომ არ მოჰყვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ქარქაშაძე – დავიწყეთ მოლაპარაკება უცხოურ და ქართულ ავიაკომპანიებთან, რათა EURO 2024-თან დაკავშირებით, ფრენების სიხშირესთან ერთად, გერმანიის მიმართულებით ჩარტერული რეისებიც დაემატოს
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლებას გეგმავს