საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში რამდენიმე პირი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში დღეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე პირი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. როგორც ცნობილია, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.

ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

როგორც სუს-ში განაცხადეს, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: ირაკლი კობახიძის ინიციატივა ოპოზიციის სპეკულაციურ წუხილებს მოხსნის
შემდეგი სტატიაზუგდიდის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 101 ნიმუში გაიტესტა და აქედან ყველა პასუხი ანალიზებზე უარყოფითია