საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული პირების ვინაობა ცნობილია

ცნობილია საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული პირების ვინაობა. ოკუპანტებმა არარსებული საზღვრის გადაკვეთისთვის 30-დან 60 წლამდე ასაკის 4 მამაკაცი “დააკავეს”. ესენი არიან: გიორგი დემურიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი, რამინ მჭედლიშვილი და ავთანდილ თომაშვილი.

არსებული ინფორმაციით, ისინი საოკუპაციო ხაზთან მდებარე ტაძარში, მოსალოცად იმყოფებოდნენ, რა დროსაც რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს.

დაკავებულები ამჟამად სავარაუდოდ რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან, მოგვიანებით კი მათ ცხინვალის წინასწარ დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი მოუწოდებს ყველა ადამიანს ვინც შიმშილობს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს – ადვოკატი
შემდეგი სტატიაპროკურორი – თუ სააკაშვილმა მხოლოდ ტელევიზიით გაიგო 7 ნოემბრის ძალადობრივი მოვლენები, მეორე დღეს რატომ დააჯილდოვა უმაღლესი წოდებებით ამ ძალადობის ორგანიზატორი მაღალჩინოსნები?