სააკაშვილი მოუწოდებს ყველა ადამიანს ვინც შიმშილობს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს – ადვოკატი

“შიმშილობა არ არის თვითმკვლელობის პროცესი, როგორც ამას პრემიერი ღარიბაშვილი ნათლავს ხოლმე საკუთარი არაკვალიფიციურობის გამო. პრეზიდენტი მადლობა უხდის ყველა ადამიანს, ვინც ნებისმიერი ფორმით გამოხატავს პროტესტს საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო. მიაჩნია, რომ ისინი არიან ქვეყნის გულწრფელი გულშემატკივრები, ოღონდ სთხოვს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას”, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის თქმით, მდგომარეობა ძალიან საფრთხილოა, რაც კვების სირთულეებით და პოსტტრავმული აშლილობით გამოიხატება.

“თუმცა, მორალურად არის ძალიან მხნედ, განწყობილია ოპტიმისტურად და დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი მიაღწევს თავის მიზანს”, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიქემოკლიძე – არანაირი გარიგება, არათუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ არავისთან არ არის
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ხაზიდან გატაცებული პირების ვინაობა ცნობილია