საოჯახო სასტუმროების ქსელში ჩართულ პირებს წყლის ტარიფი შესაძლოა, 13-ჯერ გაუძვირდეთ

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე​ აცხადებს, რომ საოჯახო სასტუმროების ქსელში ჩართულ პირებს წყლის ტარიფი შესაძლოა, 13-ჯერ გაუძვირდეთ. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან სემეკ-ს მოუწოდა, საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის წყლის ტარიფის გაზრდა არ დაუშვას.

„სემეკ-ში დაყენებული მოთხოვნა, რომ საოჯახო სასტუმროები განხილული იყოს, როგორც კომერციული ობიექტები და მათ დაუწესდეთ წყლის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო წესით, დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოიწევს კატასტროფულ შედეგებს ამ სფეროში, ამ ადამიანებს წყლის ტარიფი გაუძვირდებათ 13-ჯერ, ხოლო თუ ეს პრეცედენტი დაშვებული იქნება თბილისში, არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ტიპის მოთხოვნები დადგეს სრულიად საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

სემეკ-ში საკითხთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა განმარტავენ, რომ კომერციული ტარიფის დაწესება არ იგეგმება, მხოლოდ საუბარია ჰიბრიდულ ტარიფზე, რომელზეც მსჯელობა იანვარში დაიწყო და აპრილის შუა რიცხვებამდე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

banner
წინა სტატიაში„ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე განცხადებები არ გააკეთონ” – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი