„ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე განცხადებები არ გააკეთონ” – ირაკლი კობახიძე

„ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე განცხადებები არ გააკეთონ,“ – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ირაკლი კობახიძე ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესებს და სამი დეპუტატის მიერ გუნდის დატოვებას გამოეხმაურა.

ეკა ბესელიას მხრიდან მწვავე კრიტიკაზე პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ემოციურ შეფასებებზე კომენტარს არ გააკეთებს.

„ეს იყო პროცესების ლოგიკური გაგრძელება. ამ პროცესებს ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებდით ყველა ერთად. რაც შეეხება განცხადებებს, ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებს მე კომენტარს არ გავუკეთებ. ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე ზოგადად განცხადებები არ გააკეთონ ხოლმე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდი პარლამენტში ყველაზე ძველი წევრების და საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე უკვე დარჩა, თუმცა, პოლიტიკური კრიზისი ამით არ სრულდება – გამორიცხული არ არის, ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის, ლევან გოგიჩაიშვილის და ბექა ნაცვლიშვილის შემდეგ, მმართველი გუნდის რიგები სხვა დეპუტატებმაც დატოვონ.

banner
წინა სტატიაშივეთანხმებით შეფასებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას სჭირდება გამართული რეზოლუცია
შემდეგი სტატიასაოჯახო სასტუმროების ქსელში ჩართულ პირებს წყლის ტარიფი შესაძლოა, 13-ჯერ გაუძვირდეთ