სანრდა რულოვსი: კამპანიის ჩაშლაში პოლიციელები მონაწილეობდნენ

„ისინი უბრალოდ აპროტესტებდნენ რომ ჩემი საარჩევნო კამპანიის ჩაშლაში პოლიციელები მონაწილეობდნენ და ითხოვდნენ რეაგირებას“- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის სამი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით სანდრა რულოვსმა განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის თქმით იგი „აზრზე არ არის რას აბრალებენ დაკავებულებს“.
„მთელი დღე დავდიოთ ხალხთან შეხვედრებზე და დაგვზდევდა ერთი მანქანა. შიგნით იყო ორი ადამიანი. ჩვენ დავაფისიქრეთ ისინი, გავარკვიეთ ვინები იყვნენ, მანქანაც გადავიღე და აღმოჩნდა რომ ესენი იყვნენ პოლიციელები. დავურეკეთ სამართალდამცველებს და იმის მაგივრად რომ დაეკავებინათ ეს ორი ადამიანი, რომლებიც უკანონო მოქმედებაში იყვნენ შემჩნეული, ხელს გვიშლიდნენ ხალხთან შეხვედრაში, პროვოკატორებს გვეძახდნენ, ამის მაგივრად დააკავეს სამი ჩვენი ადამიანი. ისინი ვინც უბრალდო ამას აპროტესტებდნენ. ეს ძალიან მიუღებელი ფაქტია. პროვოკატორების და პოლიციელების ჩართულობა სჭირდებათ ჩემი შეშინებისთვის, ტერორისთვის, ხელისშეშლისთვის, რადგან ჩვენ ხალხთან მიგვაქვს სიმართლე, ჩვენ ხალხს ვთავაზობთ განვითარებას, ვთავაზობთ გათავისუფლებას ამ მონობიდან. მანამ სანამ ქვეყანა უფსკრულში არ ჩავარდება ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ზუგდიდიდან დავიწყოთ საქართველოს გათავისუფლება. ამიტომ ჩვენ არ შეგვეშინდება“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

https://youtu.be/3lne1f1oEEw

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი პატარაია: ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაენმ-ს წევრი მანუჩარ ჩხეტია ზუგდიდის პოლიციიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს